Sign up to get update news about us
Solida Advisors არის ოჯახური ფესვების მქონე, გამოცდილი ფინანსური პროფესიონალების გუნდი, რომელშიც გაერთიანებული არიან უფროსი აუდიტორები, მთავარი ბუღალტრები, საგადასახადო კონსულტანტები და IFRS-ის (საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების) ტრენერები.
ჩვენი გუნდი ფლობს 20+ წლიანი გამოცდილებას მშენებლობის, განათლების, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და სხვა მრავალი სექტორის წამყვანი კომპანიების ფინანსურ მხარდაჭერაში.
კომპანიის დამფუძნებელია სალომე ნაისის მიერ, რომლის ლიდერობა ემყარება საერთაშორისო გამოცდილებას კომპანია Bloomberg-ში, მრავალეროვნულ კონსოლიდირებულ ანგარიშგებებსა და სტრატეგიულ ფინანსურ ანალიზში.
ჩვენი მიზანია თითოეული ბიზნესისთვის შევქმნათ მაღალი სტანდარტის ფინანსური მხარდაჭერა, დაფუძნებული სიზუსტეზე, ნდობაზე და გრძელვადიან პარტნიორობაზე.
ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას თქვენი ბიზნესის ფინანსური საჭიროებების დეტალური შეფასებით. ვუყურებთ არსებულ სისტემებს, ვაფასებთ გამოწვევებს და ვადგენთ ზუსტ გეგმას, რომელიც მორგებულია თქვენზე.
დაგეხმარებით შეიმუშაოთ ეფექტური ფინანსური სტრატეგია — იქნება ეს ბუღალტრული მომსახურება, საგადასახადო დაგეგმვა თუ სხვა გადაწყვეტილებები. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ზუსტ და დროულ შესრულებას მაღალი სტანდარტებით.
ჩვენი მხარდაჭერით თქვენი ბიზნესი იღებს სტაბილურ ფინანსურ სისტემას, უმჯობესდება ნაღდი ფულადი ნაკადების მართვა და იზრდება ნდობა პარტნიორებთან. ვმუშაობთ გრძელვადიან პარტნიორობაზე, რაც რეალურ შედეგებში აისახება.
🧑💼 პირადი კავშირი და პირდაპირი წვდომა
🔹 „დაუკავშირდით სალომეს — არა ჩათბოტს.“ თქვენ არ უკავშირდებით ცხელი ხაზის ოპერატორს. თქვენ ელაპარაკებით დამფუძნებელს. გადაწყვეტილების მიმღებს. ექსპერტს.
მოდით, 15-წუთიანი ფინანსური სკანირება ჩავატაროთ — უფასოდ.